ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიამ 71 ბენეფიციარი დააფინანსა

0

ზუგდიდის მუნიციპლიტეტის ჯანდაცვის კომისია, მიმდინარე წელს პირველ სხდომაზე შეიკრიბა და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება 71 ბენეფიციარს დაუფინანსა. სხდომას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია უძღვებოდა. ოპერაცია 23 ბენეფიციარს, ძვირადღირებული სხივური თერაპია 2, ხოლო კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა 10 ბენეფიციარს დაუფინანსდა.

,,C” ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამაში ჩაერთო 28 ბენეფიციარი. 7 მოქალაქე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩაერთო, რომლებსაც ყოველწლიურად უტარდებათ 3780 ლარის სარეაბილიტაციო მკურნალობა. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვის სპეციალიზირებული საკვებით უზრუნველსაყოფად თვიურად 500 ლარი ერიცხება ერთ მოქალაქეს (ბავშვის დედას). აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებებზე გამგეობის ჯანდაცვის ბიუჯეტიდან 27 863(ოცდაშვიდი ათას რვაას სამოცდასამი ) ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილ იქნა ცვლილება, რის თანახმადაც დაფინანსდებიან ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის, სხივურითერაპიისა და ჰორმონოთერაპიის საჭიროების მქონე მოქალაქეები. ასევე ნეიოსენსორული ტიპის სმენის დაქვეითება მე-3, მე-4 ხარისხის (H 90.5) მქონე 0-18წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები) სარეაბილიტაციო მკურნალობა და გამოკვლევები 500ლარი.

ახალი დებულებით შესაძლებელია მედიკამენტების დაფინანსება ხანდაზმული მოქალაქეებისთვის (ქალები 60წ<, მამაკაცები 65წ<) უმწეო (სარეიტინგო ქულა-65 000-მდე) პენსიონერებისთვის -მაქსმიმალური ლიმიტი 200.00ლარი.

სხვა ახალი ამბები: