ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

0

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მე-2 მსოფლიო ომში მონაწილე ვალერი ანთიას ხსოვნას. საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავას საკრებულოს წევრ ქალებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრად თაიგული გადასცა.

„ქალებს მინდა მეტი წარმატება ვუსურვო. ყოველ დღე გქონოდეთ მიზეზი იმისა, რომ ბედნიერ, რეალიზებულ და გახარებულ ადამიანად იგრძნოთ თავი. ცხოვრება პატარაა, ქალებს კი არც თუ ცოტა რამის ატანა და მოთმენა უწევთ, ამიტომ მეტ ძალას, სიცოცხლის სურვილს და უბრალოდ ოცნებების ასრულებას გისურვებთ“ – აღნიშნა მაიზერ ნანავამ.

საკრებულოს სხდომაზე შემდეგი საკითხები განიხილეს:

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; 3. ,,2017 წლისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე; 4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა სატელეფონო სასაუბრო ლიმიტის და საწვავის ხარჯვის ლიმიტის დაწესების შესახებ; 5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა 2017 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ; 6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ. საკითხთა ამოწურვის შემდეგ კომისიის სხდომა დახურულად გამოცხადდა.

სხვა ახალი ამბები: