ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს, ჭკადუაშსა და კორცხელს ახალი ხიდი დააკავშირებს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭკადუაშისა და კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულებს, მიმდინარე წელს ახალი ხიდი დააკავშირებს – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნის, ახალი ხიდის მოწყობით კი მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება. ხიდის რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება. რეაბილიტირებული ხიდი მათ უსაფრთხო გადაადგილებას ხელს შეუწყობს.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 126 917 ლარს შეადგენს.

სხვა ახალი ამბები: