ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ახალი დროშა და გერბი ექნება

0

ზუგდიდის მუნციპალიტეტის სიმბოლოების (დროშა და გერბი) დადგენის მიზნით ზუგდიდის მუნციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია საკრებულოს წევრებით, ხოლო სათათბირო ხმის უფლებით წარმოდგენილები არიან მერიის ხელმძღვანილი პირები.

„ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად, არსებული რეგულაციების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა მუნიციპალიტეტების სიმბოლოები და დღის წესრიგში დადგა ზუგდიდის მუნიცპალიტეტის ახალი სიმბოლოების – დროშისა და გერბის  მიღების აუცილებლობა.

როგორც იცით, საკრებულოში  შეიქმნა სპეციალური დროებითი სამუშაო ჯგუფი. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ  სიმბოლოების რამდენიმე ვერსია,  ასევე კონსულტაციები გავმართეთ მუნიციპალიტეტის მერთან. ჩვენ პრინციპების დონეზე შევთანხმდით გერბის კონცეფციაზე, შევქმნით რამდენიმე ეზსკიზს, რის შემდეგაც გაიმართება საჯარო შეხვედრები საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, დინტერესებულ მოქალაქეებთან.

შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი ჩართულობა, შევაჯერებთ პოზიციებს, რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს. ჰერალდიკას აქვს ძალიან მკაცრი წესები, აუცილებელია გერბი ასახევდეს საზოგადოებაში არსებულ ისტორიულ და მიმდინარე განწყობებს,  სამართლებრივ,  სოციალურ-პოლიტიკურ და მორალურ-ეთიკურ საფუძვლებს.  თანაქალაქელებს მოვუწოდეთ შეხვედრებში აქტიური ჩართულობისკენ, რათა ერათად შევქმნათ ზუგდიდის მუდმივი გამოსაჩენი და გამოსარჩევი სიმბოლოები“-აცხადებს დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი კონსტანტინე კაკავა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი საკრებულოს აპარატის უზრუნველყოფით საჯარო განხილვებს გამართავს.