ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, 200 ოჯახს სააღდგომო საჩუქრები გადაეცა (ფოტორეპორტაჟი)

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, გამგებლის პირველმა მოადგილე მამუკა წოწერიამ, მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებსა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს სააღდგომო საჩუქრები პირადად გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველ 200-მდე ოჯახს 80 ლარის ღირებულების სასაჩუქრე კალათები გადასცა.

სხვა ახალი ამბები: