ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები გრძელდება

0

დასახლების საერთო კრებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა დღეს ჭითაწყარის, ურთის, ხეცერისა და აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩაატარეს.

ჭითაწყარში პრიორიტეტად საბავშო ბაღის მშენებლობა, გარე განათების (ჯ. ნარმანიას, მ. კოსტავას, ხელაიას ქ.) მოწყობა, ცენტრალურ ტრასაზე სანიაღვრე არხების მოწესრიგება, შიდა გზების რეაბილიტაცია, ქუჩების სახელდება – ნუმერაციის მოწესრიგება, გარე განათების მოწყობა ტ. გრანელის ქუჩაზე, გარე განათების დამონტაჟება (ჭავჭავაძის, სანაპიროს და 26 მაისის ქუჩა), ონარიის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, ონარიის დასახლებაში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია და მეფრინველეობის დასახლებაში დასასვენებელი პარკის მოწყობა დასახელდა.

ურთაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ურთისა და აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საპროექტო – სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობა, წყალსაქაჩი სადგურის რეაბილიტაცია და ახალი წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა ლეპეტერეს უბანში, ცაიშვილის ქუჩაზე გარე განათების მოწყობა (70 ბოძი), ამბულატორიის მოწყობა, საბავშვო მინი ატრაქციონის გარე განათება (5 ბოძი), მდინარე ჯუმზე ნაპირსამაგრი გაბიონის გაკეთება, ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია ზანას უბანში, მეორე მსოფლიო ომის შინმოუსვლელთა ობელისკის რეაბილიტაცია, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა მოსახლეობამ პრიორიტეტად დაასახელა.

ხეცერაში განსახორციელებელ პროექტებად მოსახლეობამ შიდა გზების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა რუსთაველის ქუჩაზე (75 ბოძი), სოფლის ცენტრთან გარე განათების დამატება (40 ბოძი), N1 სასაფლაომდე მისასვლელი საცალფეხო ბილიკების გაკეთება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხეცერას ადმინისტრაციულ ერთეულში, ნარაზენის ცენტრალური გზიდან ხეცერას მიმართულებით მიმართულებით, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, მოსაცდელის მოწყობა სოფლის ცენტრში, სასაფლაოზე განათების მოწყობა (4 ბოძი) და სანიაღვრე არხების მოწყობა შიდა საუბნო გზებზე აირჩია.

აბასთუმანში პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, საჩაკაბერიო-თათარაშვილების უბანში „წყალშემკრები ავზისა და წყალსაქაჩის მოწყობა დაქსელვით“, გარე განათების მოწყობა სოფლის ცენტრში (20 ბოძი), აბასთუმანი-ნარაზენის დამაკავშირებელი გზის, საცხადაიოს უბნის რეაბილიტაცია, ჯახუთის უბანში „წყალშემკრები ავზისა და წყალსაქაჩის მოწყობა დაქსელვით“, ჭაბურღილის გაკეთება დაქსელვით სოფლის ცენტრში, ჭაბურღილის გაკეთება დაქსელვით საკუტალიოს უბანში და წყალშემკრები ავზისა და წყალსაქაჩის მოწყობა დაქსელვით დასახელდა.

სხვა ახალი ამბები: