ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდინეძი-კახათის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდინეძი-კახათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, გზა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობა მის რეაბილიტაციას ითხოვს. გზის რეაბილიტაციით სარგებელს 1250 ბენეფიციარი მიიღებს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5200 მეტრი, სიგანე 6 მეტრი.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე გათვალისწინებულია ხელოვნური წყალგამტარი ნაგებობის მოწყობა, მილის გამოცვლა ახალი ლითონის მილით. პროექტით გათვალისწინებულია 6 მიერთებისა და 65 ეზოში შესასვლელის მოწყობა, 20 ეზოში შესასვლელზე გათვალისწინებულია რკ/ბეტონის გადახურვის ფილის და 2 ეზოში შესასვლელზე ლითონის ცხაურის მოწყობა.

სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციედება. პროექტის ღირებულება 2 505 200 ლარია.

სხვა ახალი ამბები: