ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დილიდან ისევ თოვს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დილიდან გადაუღებლად თოვს. ინტენსიური თოვის გამო ახალსოფლის და უჩაშონის საავტომობილო გზაზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა, ამ დროისთვის სპეციალური ტექნიკით გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზის გაწმენდით სამუშაოებს საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია ადგილზე გაეცნო.

ამ დროისთვის ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს.

სხვა ახალი ამბები: