ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტყაიას, ჭითაწყარის და დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება.

მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები ზუგდიდი გამგებელმა ლაშა გოგიამ, პირველ მოადგილე მამუკა წოწერიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„ დღეს ტყაიას, დარჩელის და ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ. ჩვენ დავიწყეთ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც დასახლების საერთო კრებაზე მოსახლეობამ პრიორიტეტად დაასახელა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროექტების განხორციელება მოხდეს ხარისხიანად დადგენილ ვადებში“, – აღნიშნა ლაშა გოგიამ.

ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 820 მეტრს, სიგანე კი 5, 60 მეტრს შეადგენს. მოეწყობა ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 387.636. 00 (სამას ოთხმოცდაშვიდი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) ლარს შეადგენს.

ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში მონოლითური რკ/ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 57.222. 00 (ორმოცდაშვიდმეტი ათას ორას ოცდაორი) ლარს შეადგენს.

დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში ტელმანთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 820 მეტრს შეადგენს. პროექტის ღირებულება 822.228.00 (რვაას ოცდაორი ათას ორას ოცდარვა) ლარია.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: