ზუგდიდის მუნიციპალიტეტში “სოფლის კრებები” 10 თებერვლიდან დაიწყება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლაშა გოგიამ სამუშაო კვირა გამგებლის მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო და მათგან პროექტების მიმდინარეობაზე, შექმნილ პრობლემებზე და დაგეგმილ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი სოფლის კრებები, სადაც მოსახლეობა 2017 წელს განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებს დაასახელებს 10 თებერვლიდან დაიწყება. თებერვლიდან დაიწყება მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღების პროცესიც.

ლაშა გოგიამ თანამშრომლებს წარმატებული სამუშაო კვირა უსურვა და აღნიშნა, რომ პროექტების მიმდინარეობაზე დეტალურ ინფორმაციას ყოველი სამუშაო კვირის დასაწყისში მოისმენს.

სხვა ახალი ამბები: