ზუგდიდის ორ სოფელს, ცაიშსა და ცაცხვს მალე 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს ცაიშსა და ცაცხვს მალე 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. ამის შესსახებ SMO NEWS-ს საკუთარმა წყარომ ექსკლუზიურად განუცხადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალმომარაგების პროექტირება დღეიდან დაიწყო და ზუგდიდის მერია უახლოეს დღეებში ტენდერს გამოაცხადებს.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად SMO NEWS ზუგდიდიე მუნიციპალიტეტის მერს, ლაშა გოგიას დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა ახალი პროექტის დაწყების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

“ცაიშსა და ცაცხვში იგეგმება კიდევ ერთი ძალიან დიდი პროექტის განხორციელება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სოფლის მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ექნებათ სასმელი წყლით სარგებლობის საშუალება. პროექტირება უკვე მიმდინარეობს და სამუშაოების დაწყების შედსახებ დამატებით ინფორმაციას აუცილებლად გავავრცელებთ”-აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიამ.

ცნობისათვის, ცაიში-ცაცხვის წყალმომარაგება სოფელ ურთის სასმელი წყლის საშუალებით მოხდება, რომელიც სათავეს დაიდებს ე.წ ბოკოთის ტერიტორიაზე. პროექტის დასრულების შემდეგ ყველა ოჯახს საშუალება ექნება სასმელი წყლით 24 საათის განმავლობაში ისარგებლოს.