ზუგდიდის პოლიციამ 7 მარტს ჩადენილი ქურდობის ფაქტი გახსნა

0

გალის რაიონის სოფელ რეჩხის მკვიდრმა ილია ვეკუამ, რომელიც დროებით ქალაქ ზუგდიდში ცხსოვრობს 7 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტიდან სხვა და სხვა სახის საქონელი მოიპარა და შემთხვევის ადგილკიდაან გაუჩინარდა. ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელთა დიდი ძალისხმევით, ვეკუა რამდენიმე საათში დააკავა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო SMO NEWS-სთვის გახდა ცნობილი, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მისი საცხოვრებელი ბინიდან, რომელიც ზუგდიდში, მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარეობს, ამოღებულ იქნა 24 ბლოკი სიგარეტი “ქემელი”, “ვინსტონი”, სობრანიე”, “კენტი” და “მაგნა”. დაკავებულის ბინიდან პოლიციამ “ლიბერთი ბანკის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატიც ამოიღო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ზუგდიდის პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მნიშვნელოვანი ზიანის, 177-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სხვა ახალი ამბები: