ზუგდიდის პოლიციამ გრიგოლ მიქავას დაჭრაში ეჭვმიტანილი დილით დააკავა

0

შსს ზუგდიდის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გამთენიისას ადგილობრივი, გრიგოლ ჭაბუკიანი დააკავეს, რომელსაც ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის, გრიგოლ მიქავას დაჭრაში ედება ბრალი. დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ის ამჟამად წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული.

ზუგდიდის პოლიციაში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ, მსუბუქად დაზიანებასა და ცეცხსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ გრიგოლ ჭაბუკიანს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა 27 სექტემბერს, ღამის საათებში დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მუხლის არეში ჰქონდა მიყენებული.

სხვა ახალი ამბები: