ზუგდიდის პოლიციამ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

0

დღეს, 29 ივნისს შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებათა ერთობლიობით ქურდობის ფაქტზე დააკავეს ზუგდიდის მკვიდრი ლ.კ. აღნიშნულმა პიროვნებამ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით. დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.

სხვა ახალი ამბები: