ზუგდიდის პოლიციამ ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

0

დღეს, 24 მაისს შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მათ ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქალაქ ზუგდიდში, ე.წ კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებიდან რამოდენიმე ავტო-ტექნიკის გაქურდვის ფაქტზე ადგილზე წასწრებით დააკავეს სამი პირი.

დაკავებულები ზუგდიდის მკვიდრნი, ვინმე ა.ლ.  პ.ა. და ზ.კ. არიან. ჩადენილ დანაშაულზე ეჭვმიტანილებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ქურდობის ფაქტზე, დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით.

სხვა ახალი ამბები: