ზუგდიდის პოლიციამ თანატოლის დაჭრაში ბრალდებული მოზარდი დააკავა

0

14 მარტს ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე ცივი იარაღით მოზარდის დაჭრაში ბრალდებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მცხოვრები ჩ.ტ ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. SMO NEWS-ის ინფორმაციით დაკავებულიც არასრულწლოვანია, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა.

15 წლის მოზარდი დადიანის ქუჩაზე 14 მარტს, დღისით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.