ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

0

ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოს დღეიდან ახალი უფროსი ჰყავს. კობა ხარებავა აღნიშნულ თანამდებობაზე სენაკის პოლიციის მთავარი სამმართველოს უკვე ყოფილმ,ა უფროსმა ირაკლი ფაცაციამ ჩაანაცვლა. SMO NEWS-ის წყაროს ინფორმაციით, სპეციალურ ბრძანებას ირაკლი ფაცაციას დანიშნვაზე შს მინისტრმა ხელი რამდენიმე საათის წინ მოაწერა. ირაკლი ფაცაცია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

ცნობისათვის, სამეგრელოს სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებების განხორციელება ერთი კვირის წინ დაიწყო. ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს უკვე ყოფილი უფროსი კობა ხარებავა აბაშის პოლიციაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს.