ზუგდიდის პოლიციამ ნარკოდანაშაულზე ძებნილი დააკავა

0

შსს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა დღეს, 17 ივლისს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით ძებნილი ლ.ნ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს. 

1986 წელს დაბადებული ლ.ნ. რომელიც ქალაქ ზუგდიდის მკვიდრია, პოლიციამ მის მიერ მოწყობილი სამალავიდან აიყვანა. იგი მართლმსაჯულებას ჩადენილი დანაშაულის გამო ემალებოდა. როგორც SMO NEWS-სთვის გახდა ცნობილი, დაკავებული ლ.ნ ნარკობიზნესით იყო დაკავებული.

სხვა ახალი ამბები: