ზუგდიდის პოლიციამ Gem fest-ის ტერიტორიაზე ერთი პირი ქურდობის ფაქტზე დააკავა

0

დღეს, 2 აგვისტოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, Gem fest-ის ტერიტორიაზე, შსს ზუგდიდის პოოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებული ლ.ჯ საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც საფესტივალო ქალაქის ტერიტორიაზე ქალის ხელჩანთა მოიპარა.

დაკავებულისგან პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს აღნიშნული ხელჩანთა მასში მოთავსებული ფულადი თანხითა და სხვა და სხვა ნივთებით. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ 177-ე მუხლით.

სხვა ახალი ამბები: