ზუგდიდის, ფოთის და სენაკის საკრებულოები ყველაზე ანგარიშვალდებულ დაწესებულებებად დასახელდა

0

ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2017 წლის შემაჯამებელი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად ზუგდიდის თემის და ქალაქის ყოფილი საკრებულოები, ასევე ქალაქ ფოთის და სენაკის ყოფილი საკრებულოები ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებებად დასახელდნენ.

ცნობისათვის, 2017 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და კანონმდებლობით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადის სრული დაცვით გასცა 39-მა საჯარო დაწესებულებამ: სწორედ ამ დაწესებულებათა შორის მოხვდნენ ფოთის, სენაკის, ზუგდიდის თემისა და ქალაქის ყოფილი საკრებულოები, სადაც საჯარო ინფორმაციის გაცემის 100%-იანი მაჩვენებლით გამოირჩევიან.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ, რეგიონული ორგანოების რეიტინგის ათეულში მერვე ადგილს იკავებს ფოთის, მეცხრეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, მეათეს სენაკის საკრებულო.