ზუგდიდის რაიონის სოფლებში სტიქიას ებრძვიან (ფოტო)

0

4ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში განმუხურსა და ყულიშკარში წყალდიდობას ებრძვიან. რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად დაიტბორა სოფლების განმუხურისა და ყულიშკარის მცხოვრებლების თხილის შემოსავალი. ადგილობრივების განმარტებით წყალმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა,თხილის მოსავალი კი მათი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

ოჯახების დატბორვა სანიაღვრე არხების მოშლამ გამოიწვია. როგორც განმუხურის მოსახლეობა აღნიშნავს ისინი უკვე 20 წელზე მეტია წყლის ნიაღვარს ებრძვიან. წყალდიდობის ადგილები განმუხურსა და ყულიშკარში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ და მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. შეხვდნენ დაზარალებულ მოსახლეობას და ზარალის ანაზღაურებას შეჰპირდნენ.

სხვა ახალი ამბები: