ზუგდიდის რამდენიმე სკოლის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 118 000 ლარი გამოიყო

0

მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 118 000 ლარი გამოიყო. მერიის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები “სკოლების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში განხორციელდება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ სკოლებს:

ზუგდიდის N1 საჯარო სკოლა – მინი სტადიონის რეაბილიტაცია;

ზედაეწერის საჯარო სკოლა – სანიტარული კვანძის რეაბილიტაცია;

ოდიშის N2 საჯარო სკოლა – მეორე სართულის დერეფნის რეაბილიტაცია;

კახათის N1 საჯარო სკოლა – მესამე სართულის დერეფნის რეაბილიტაცია;

ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა – სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია;

დიდინეძის საჯარო სკოლა – პირველი სართულის დერეფნის რეაბილიტაცია;

ინგირის N1 საჯარო სკოლა – სპორტული დარბაზის იატაკის რეაბილიტაცია;

რუხის საჯარო სკოლა (ნაწულუკუს შერწყმული სკოლა) – ოთახების რეაბილიტაცია;

ახალაბასთუმანის საჯარო სკოლა – ოთახების რეაბილიტაცია;

გრიგოლიშის საჯარო სკოლა – სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია;

ერგეტას საჯარო სკოლა- შშმ (რესურს ოთახი) მოსწავლეებისთვის ოთახის რეაბილიტაცია;

ონარიას საჯარო სკოლა – სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია;

კახათის N2 საჯარო სკოლა – შიდა ელექტროგაყვანილობის სამუშაოების დაფინანსება;

ახალკახათის საჯარო სკოლა – სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია;

სხვა ახალი ამბები: