ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს ცნობილი ექიმები ტოვებენ

0

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო კიდევ ორმა ექიმმა დატოვა. დედათა და ბავშვთა განყოფილებას აღნიშნულ კლინიკაში, ექიმი ალა გირდასოვა უკვე აღარ ხელმძღვანელობს.

რეფერალური საავადმყოფოს კიდევ ერთი დიდი განყოფილება დატოვა ექიმ-კარდიოლოგმა მანანა ქირიამ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ახალმა დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ SMO NEWS დაუდასტურა აღნიშნული საკადრო ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. მისი განცხადებით, საავადმყოფოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, თუმცა გათავისუფლებულ ექიმებს დასაქმება რიგითი ექიმების პოზიციაზე შესთავაზეს.

ნიკა ჭეჟიასგან განსხვავებით, SMO NEWS-ს თავად მანანა ქირია არ უდასტურებს ინფორმაციას მისი გათავისუფლების შესახებ. ქირიას განცხადებით, ის არავის გაუთავისუფლებია და აგრძელებს  მუშაობას თავის პოზიციაზე.

“არ მსურს ამაზე საუბარი. მე არავის გავუთავისუფლებივარ და ვაგრძელებ მუშაობას. თუ საჭირო გახდა მე თავად შევაწუხებ ჟურნალისტებს და ყველაფერს მაშინ მოვყვები”- განაცხადა მანანა ქირიამ.

SMO NEWS- ის ინფორმაციით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია გრძელდება. არ არის გამორიცხული რეფერალური საავადმყოფო სხვა ცნობილმა ექიმებმაც დატოვონ.

სხვა ახალი ამბები: