ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

0

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდა რა დროსაც ცუდად გახდა. ექიმების განცხადებით, მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონსძიებებისა გულის რითმის აღდგენა ვერ მოხდა და შემოყვანისთანავე მისი ბიოლოგიური სიკვდილი დადგა.