ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, როლანდ ახალაიამ თანამდებობა დატოვა

0

ზუგდიდის რეფერალური საავამყოფოს დირექტორმა, როლანდ ახალაიამ თანამდებობა დატოვა. კლინიკის ახალი დირექტორი კი ამავე საავადმყოფოს მენეჯერი ნიკა ჭეჟია გახდა. ამის შესახებ სატელეფონო საუბრისას SMO NEWS-ს თავად ნიკა ჭეჟიამ დაუდასტურა.

ჭეჟიას განცხადებით, როლანდ ახალაიამ განცხადება თავად დაწერა გათავისუფლების შესახებ და მიზეზად გადაღლა დაასახელა. SMO NEWS-ის ზარებს უკვე ყოფილმა დირექტორმა როლანდ ახალაიამ არ უპასუხა.

ნიკა ჭეჟია ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის რანგში მუშაობას დღეიდან შეუდგა.

სხვა ახალი ამბები: