ზუგდიდის საავადმყოფოში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს

0

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს, რომელსაც ყელის არეში ბლაგვი საგნით ჭრილობები აქვს მიყენებული. SMO NEWS-ის წინასწარი ინფორმაციით უბედური შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლხიდაში ნახევარი საათის წინ მოხდა.

ფაქტთან დაკავშირებით ახლობლები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა (SMO NEWS-ის ინფორმაციით პაციენტი სოფელ კოლხიდის მკვიდრი, გვარად დარასელიაა)

P.S: ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ექიმების შეფასებით მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.