ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილი 29 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

0

განმუხურიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი 29 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. როგორც ამავე კლინიკის რეანიმაციული განყოფილების უფროსი, სულხან ორჟონია აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა.

მისივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა დინამიკური.

ცნობისათვიის, ჰოსპიტალში სულ ათი ადამიანი გადაიყვანეს, ერთ-ერთი, 22 წლის გოგონა კლინიკაში დღეს გარდაიცვალა. დანარჩენები უკვე გაწერეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, პაციენტები კლინიკაში გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლის სიმპტომებით შეიყვანეს.

 

სხვა ახალი ამბები: