ზუგდიდის საკრებულო სამი პარტიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება

0

ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” უპირობო ლიდერია.  ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ, მოქმედი 107 უბნიდან 95 უბნის მონაცემები უკვე დაითვალა.

მოცემული მდგომარეობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამი პარტიის წარმომადგენლები შევლენ და ასე გადანაწილდებიან:

პროპორციული სიით:

“ევროპული საქართველო” – 2 მანდატი
“ნაციონალური მოძრობა” – 4 მანდატი
“ქართული ოცნება” – 9 მანდატი

მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნება” წარმოდგენილი იქნება 34 მაჟორიტარით, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” 1 მანდატით (ანაკლიის მაჟორიტარტული ოლქი)

შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ასე დაკომპლექტდება:

“ქართული ოცნება” – 43 წევრი

“ნაციონალური მოძრაობა” – 5 წევრი

“ევროპული საქართველო” – 2 წევრი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო სულ 50 წევრიანი იქნება.

სხვა ახალი ამბები: