ზუგდიდის საკრებულომ ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე აირჩია

0

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ხუთი მუდმივმოქმედი კომისია შეიქმნა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზევე აირჩიეს კომისიის ხელმძღვანელები.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ დავით გახარია აირჩიეს.

იურიდიული, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ სანდრო სორდია.

საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ  საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ეკატერინე კიფაია;

საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ირაკლი ლაგვილავა;

საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ოთარ ქადარია.

სხვა ახალი ამბები: