ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.

31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მას დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ზუგდიდში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა

დღესვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული მოძრაობის როლის შესახებ ისაუბრა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისა და სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესისთვის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.