ზუგდიდის საკრებულოს სოფლის მეურნეობის კომისიის სხდომაზე თხილის მავნებელ მწერებზე იმსჯელეს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფლის მეურნეობის კომისიის სხდომაზე თხილის მავნებელ მწერებზე იმსჯელეს. კომისიის სხდომას გამგებელი ლაშა გოგია, გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, შ.პ.ს ,,ზუგდიდაგროსერვისის“ დირექტორი ლერი დოჩია, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი გიორგი ქვარაია მოადგილესთან გურამ წიწავასთან ერთად დაესწრო.

სხდომაზე თხილის მავნებელი მწერების შეწამვლაზე და სხვა ტექნიკურ დეტალებზე იმსჯელეს. როგორც ცნობილი გახდა მოხდება სპეციალური შტაბების გახსნა და მოხალისეების დატრენინგება. მოსახლეობა შესაწამლ პრეპარატებს უფასოდ მიიღებს, უფასო იქნება 1,5 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთის შეწამვლაც. როგორც სხდომაზე ლაშა გოგიამ აღნიშნა, მთავარია შეწამვლის პროცესი დროულად და ეფექტურად განხორციელდეს.

სხვა ახალი ამბები: