ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატს ბოდიშის მოსახდელად ორდღიან ვადას აძლევს (ვიდეო)

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ამავე საკრებულოს წევრის “ნაციონალური მოძრაობიდან” ზვიად ჯგერენაიასგან ბოდიში მოხდას ითხოვს. შესაბამისი განცხადება მან საკრებულოს დღევანდელი სხდომის დამთავრების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის წევრმა საკრებულოს აპარატის ერთ-ერთი თანამაშრომელი, მერი შენგელაია საჯაროდ, სოციალურ ქსელში უცენზურო სიტყვებით მოიხსენია და შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მან ბოდიში უნდა მოიხადოს. განცხადების ადრესატი დღევანდელ სხდომას ოჯახური პრობლემების გამო არ ესწრებოდა.

იგივე მოთხოვნა აქვს საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელ მერი შენგელაიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

“იყო მუქარაც, მითხრა სხდომაზე მოვალ და მიიღებ რაც საჭიროაო. ორ დღის ვადას ვაძლევ მომიხადოს ბოდიში, სადღაც მჯერა და იმედი მაქვს, რომ ამას გააკეთებს”,- ამბობს შენგელაია.