ზუგდიდის საკრებულოს წევრები აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს შეხვდნენ

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე თამუნა ჯიქია, წევრები ეკატერინე კიფაია და ოთარ ქადარია ჭითაწყარში, რეფერალური საავადმყოფოს ეზოში მდებარე კორპუსში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს შეხვდნენ, რომლებმაც განცხადებით მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

დევნილების განმარტებით, შენობა ავარიულია, საცხოვრბელად გამოუსადეგარი და ცხოვრება რისკის ქვეშ უწევთ. ისინი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
საკრებულოს წევრებმა დევნილ ოჯახს აღუთქვეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უშუამდგომლებენ დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან და საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ძალისხმევას არ დაიშურებენ პრობლემის დადებითად გადასაჭრელად.