ზუგდიდის საკრებულოს წევრები დევნილებისა და საბავშვო ბაღების პრობლემებით ინტერესდებიან

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეათე საჯარო ბაღში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ საკრებულოს წევრები და იქ არსებულ პირობებს გაეცნენ.

საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რომ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეექმნათ ბაღის აღსაზრდელებს და ასევე გათვალისწინებული იქნეს იქ ჩასახლებული დევნილების ინტერესები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე თამუნა ჯიქია და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაია.

სხვა ახალი ამბები: