ზუგდიდის საკრებულოს წევრები მოლნდალის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შვედეთის ქალაქ მოლნდალის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მექანიზმების ეფექტიან განხორციელებასა და ამ მიმართულებით მოქალაქეთა ჩართულობისა და თანამონაწილეობის გაძლიერების პერსპექტივებს. აგრეთვე, მხარეებმა იმსჯელეს როგორც გენდერის, ასევე კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

ზუგდიდსა და ქალაქ მოლნდალს(შვედეთი) შორის ურთიერთანამშრომლობა 2015 წლის თებერვალში დაიწყო. ორივე მხარის მიერ შეირჩა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც აქცენტი ქალაქს შორის თანმშრომლობაზე განათლების სფეროს მიმართულებით გააკეთა.

2015 წლის აპრილში ქალაქ მოლნდალის განათლების და ბავშვთა ზრუნვის დეპარტამენტის ინიციატივითა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით, შვედეთის განვითარებისა და თანმშრომლობის სააგენტოს საგრანტო კონკურსზე წარედგინა პროექტი : „ქალაქ ზუგდიდისა და ქალქ მოლნდალის მუნიციპალური ურთიერთანამშრომლობა განათლების საკითხზე.“

პროექტი საერთაშოერისო ორგანიზაცია ICLD ( საერთაშორისო ცენტრი ადგილობრივი დემოკრატიის განვითრებისათვის) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: