ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია “ევროპული საქართველო” დარეგისტრირდა

0

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია დარეგისტრირდა. ფრაქცია “ევროპული საქართველო” ზუგდიდის საკრებულოში მუშაობას მალე შეუდგება. აღნიშნული ინფორმაცია ამავე ფრაქციის მომავალმა თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ SMO NEWS-თან დაადასტურა.

ფრაქციაში სამი წევრი გაერთიანდება. “ევროპული საქართველოდან” ბათლომე შელია, ირაკლი ღურწკაია, ხოლო მესამე წევრი “ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილი წევრი გელა თოლორაია იქნება, რომელიც უახლოეს საკრებულოს სხდომებს დაესწრება.