ზუგდიდის სამ უბანზე განმეორებით კენჭისყრაზე “ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატმა გაიმარჯვა

0

განმუხურის 38-ე უბანზე, სადაც სულ 1145 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, 447-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. აქედან  ყველაზე მეტი – 283 ხმა მმართველი პარტიის გამგებლობის კანდიდატს ლაშა გოგიას მისცა ხმა, რომელმაც 124 ხმით ჩამოიტოვა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი კანდიდატი ბესიკ გაბუნია. გაბუნიამ განმუხურში 159 ხმა მიიღო.

რაც შეეხება ჯიხაშკარს, ამ შემთხვევაშიც ყველაზე მეტი 378 ხმა მმართველი პარტიის კანდიდატმა ლაშა გოგიამ მიიღო, 213 ხმით ნაკლები 165 ხმა მიიღო  “ნაციონალების” კანდიდატმა ბესიკ გაბუნიამ. აღნიშნულ უბანზე 16 ბიულეტინი გაბათილდა.

ცნობისთვის, აღნიშნულ უბანზე სულ 925 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული აქედან საკუთარი არჩევანი 565-მა ამომრეველმა გააკეთა.

საბოლოო ჯამში, “ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატმა 954 ხმა მიიღო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ბესო გამუნიამ – 439 ხმა.

სხვა ახალი ამბები: