ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემოსული საჩივრები განიხილა

0

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში 9 საჩივარი განიხილეს. განხილვის პროცესს კომისიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი კობა კვარაცხელია, რომელმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მან კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი მიკერდძოებულობაში დაადანაშაულა.

“ყველაზე მეტი საჩივარი განიხილეს ნაციონალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ დაწერილ საჩივრებზე. პასუხისმგებლობა დააკისრეს ჩვენს წარმომადგენელს, რომელმაც უარი თქვა წილისყრაში მონაწილეობაზე, რის უფლებასაც მას საარჩევნო კოდექსი აძლევდა. ეს იყო პირველი საარჩევნო დარვევა, რაც იმ დღეს მოხდა, და ამას მოყვა შემდეგ დარღვევების კასკადი. ძალიან სამარცხვინო სხდომა იყო”,-აცხადებს კობა კვარაცხელია.

სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ზუგდიდის #67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.

“დღეს მოხდა პირველი ეტაპის საჩივრების განხილვა. საჩივრებს ხვალაც განვიხილავთ. ეს არ არის იმ ტიპის საჩივრები, რომლიც არჩევნების შედეგებზე იქონიებს გავლენას. იყო პროცედურული დარღვევები და დაეკისრათ დისციპლინური პასუხისმგებლობები, მიეცათ შენიშვნა, გაფრთილება და ასე შემდეგ. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის განცხადებას, ჩვენი მხრიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არ არის უკანონო”-აღნიშნა საოლქო საარცევნო კომისიის თავმჯდომარემ.

საოლქო საარჩენო კომისიამ 9 საჩივრიდან 2 დააკმაყოფილა, ხოლო დანარჩენი ორის განხილვა ხვალისთვის გადაიდო.

სხვა ახალი ამბები: