ზუგდიდის სასამართლომ “ენმ”-ს სარჩელი განმუხურში ხმების ხელახალი გადათვლის შესახებ არ დააკმაყოფილა

0

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი განმუხურის 38-ე უბანში ხმების ხელახალი გადათვლის შესახებ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. თუმცა, აქვე განმარტა, რომ მოწმეების ჩვენებისა და მტკიცებულებების საფუძველზე 38-ე უბანში დარღვევები იყო, რის საფუძველზეც ხმები გაბათილდა.

პროცესზე ასევე საუბარი შეეხებოდა: 52-ე, მე-80, 82-ე, 33-ე, 75-ე, მე-4, მე-12, მე-16 და 83-ე საარჩევნო უბნებზე საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების ხელახლა გადათვლას და ახალი შემაჯამებელი ოქმების შედგენას, რაც სასამართლო სხდომაზე ასევე არ დაკმაყოფილდა.

„ენმ“-ს წარმომადგენლის კობა კვარაცხელიას განცხადებით, არჩევნების გაყალბებაში ძალისმიერ სტრუქტურასა და ხელისუფლებასთან ერთად ჩართულია სასამართლოც. მისი განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში აუცილებლად გაასაჩივრებს.

სხვა ახალი ამბები: