ზუგდიდის სკოლებში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა

0

დიდთოვლობის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლების სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახაბერ ფარცვანიას ინფორმაციით, მოსწავლეების მცირე რაოდენობის გამო, გრიგოლიშის, ზედაეწერის, ოდიშის, რიყის, ტყაიის, ყულიშკარის, ჩხორიის, ჭაქვინჯის, ჭკადუაშისა და ჯუმის სკოლები დაიხურა.

“აღნიშნული სოფლები, მთაგორიანია და ვერ განხორციელდა მოსწავლეების ტრანსპორტირება, დანარჩენ 40 საჯარო სკოლაში სწავლება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს”, – აცხადებს კახაბერ ფარცვანია.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ორი დღეა გადაუღებლად თოვს. ამ დროისთვის თოვლის საფარი სოფლებში ნახევარ მეტრს აჭარბებს, ხოლო ქალაქში 30 სმ-ს აღწევს.

სხვა ახალი ამბები: