ზუგდიდის სოფელ რიყედან რუსმა ოკუპანტებმა მამა-შვილი გაიტაცეს

0

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრებლები, მამა-შვილი როგავები რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს. მამა-შვილი იარაღის მუქარით იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი მდინარე ენგურში დაკარგულ ცხენს ეძებდნენ.

დაკავებულები თავდაპირველად სოფელ საბერიოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის კი, მამა-შვილი სავარაუდოდ, გალის ე.წ. იზოლატორში იმყოფება.

სხვა დეტალები ამ თემაზე ჯერ უცნობია.

სხვა ახალი ამბები: