ზუგდიდის სოფლებში ადგილობრივები პრიორიტეტულ პროექტებს ირჩევენ

0

ინფრასტრუქტურული, პრიორიტეტული პროექტები, რომლებსაც მუნიციპალიტეტის გამგეობა განახორციელებს, დღეს დასახლების საერთო კრებაზე ნარაზენის, შამადელასა და ჭაქვინჯის მოსახლეობამ დაასახელა. კრება მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

ნარაზენის მოსახლეობამ პრიორიტეტად ნარაზენი-შამადელას საავტომობილო გზისა და ნარაზენიდან საჯიჯაომდე გზის რეაბილიტაცია, სხვადასხვა უბანში წყალმომარაგების სისტემისა და გარე განათების რეაბილიტაცია, მდინარე ჭანისწყალზე ნაპირსამაგრის მოწყობა, შიდა გზების მოხრეშვა, შიდა საუბნო გზებზე სანიაღვრე არხების მოწყობა , სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა, სოფლის ცენტრში ღობის რეაბილიტაცია და საკალანდიოს უბანში ხიდის მოაჯირის რებილიტაცია დაასახელა.

შამადელაში პრიორიტეტად საავტომობილო გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება ჭანისწყალზე( სანაპიროს მარჯვენა მხარეს), შიდა გზების მოხრეშვა, საზარანდიოს უბანში წყალსაწრეტი არხის მოწყობა, ჩიხლაძეებისა და სართანიების უბანში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების ამოწმენდა და ცენტრალურ გზაზე გარე განათების მოწყობა დასახელდა.

ჭაქვინჯში შიდა გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა, დიდდობერასა და ბაღმარანის უბანში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, სოფლის ცენტრში არსებულ შენობებში მრავალფუნქციური ცენტრისა და სპორტული კომპლექსის მოწყობა, მინი-სტადიონის მოწყობა და ბაღმარანის გზის რეაბილიტაცია პრიორიტეტად დასახელდა.

კრებებზე მოსახლეობამ ერთ-ერთ პრობლემად თხილის მავნებელი მწერები დაასახელა და გამგეობისგან დახმარება ითხოვა. როგორც მათ გამგებლის პირველმა მოადგილემ, მამუკა წოწერიამ განუმარტა ამ პრობლემაზე მუშაობა დაწყებულია. მაისის თვეში კი შეწამვლის პირველი ეტაპი განხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: