ზუგდიდის სოფლებში აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგები მონტაჟდება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მონიტორინგის სისტემების მონტაჟი გრძელდება. რუხში თხილნარის ფართობებზე მავნებლის დამჭერი ხაფანგები(ფერომონები) უკვე დამონტაჟდა, ეტაპობრივად კი ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დამონტაჟდება.

რუხის ადმინისტრაციული ერთეულის სხვადასხვა უბანში 124 ფერომომიანი ხაფანგი დამონტაჟდა, რაც მავნებლებს სურნელით იკრავს და 10 დღიანი დაკვირვების შემდეგ გადაინაცვლებს სპეციალურ ლაბორატორიაში შეწამლვითი სამუშაოებისათვის საჭირო შემასხურებელი აგრეგატების კვლევის შედეგებისამებრ დაყენებისა და გამოყენების მიზნით.
მთავრობამ მავნებელთან ბრძოლის სამუშაოებისთვის 13 მილიონი ლარი გამოყო.

პროექტის განხორციელებაში ქართველ სპეციალისტებს წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგები ეხმარებიან. აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო, ლათ.: Halyomorpha halys) წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.

თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს.
შეწამლვითი სამუშაოები ივნისის პირველ ნახევარში დაიწყება.

სხვა ახალი ამბები: