ზუგდიდის სოფლებში გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს

0

გადაუღებელმა თოვამ ზუგდიდის ადმინისტრაციულ ერთეულებს, გზებზე გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალური ტექნიკა დილიდან მუშაობს. ამ დროისთვის თოვლის საფარისგან ინგირი-ანაკლიის, რუხის, ნარაზენის, ოდიშის, შამადელასა და ჭაქვინჯის გზები გაიწმინდა.

ზუგდიდის გამგეობაში შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია ხელმძღვანელობს. ლაშა გოგიას განმარტებით – “გამგეობის შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია და საჭიროების შემთხევაში გზა ყველა სოფელში გაიწმინდება”.

ენერგო- პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ელექტროენერგია უწყვეტლივ მიეწოდება მოსახლეობას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს. ადგილი არ ჰქონდა მოსახლეობის მომართვიანობას საცხოვრებელი სახლების დაზიანებასთან დაკავშირებით.

გაწმენდითი სამუშაოები ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ დაათვალიერეს.

სხვა ახალი ამბები: