ზუგდიდის სოფლებში გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ყულიშკარის, ჯიხაშკარის, გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში დიდთოვლობის შედეგად ჩახერგილი გზის გაწმენდით სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.

ამ დროისთვის, დიდთოვლობის გამო რამოდენიმე აბონენტს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რომლის აღდგენით სამუშაოებზე ინტენსიურად მუშაობენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

სხვა ახალი ამბები: