ზუგდიდის სოფლებში კარდაკარ შემოვლითი მომსახურეობის პროგრამის განხორციელება დღეიდან დაიწყო

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 ტერიტორიულ ერთეულში დღეიდან სოფლის მოსახლეობისათვის კარდაკარ შემოვლით ( ე.წ. ,,ზარის პრინციპით”) მომსახურეობის პროგრამის განხორციელება დაიწყო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის თითოეული ოჯახიდან თვეში ოთხჯერ,წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით , სატვირთო ავტომანქანებით გაიზიდება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ნაგავი. აღნიშნული ღონისძიებისათვის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” გამოიყო 6 სატვირთო ავტომანქანა 6 მძღოლითა და 12 მტვირთავით. შედგენილია ცალკეულ სოფლებში მათი მისვლის გრაფიკი. სატრანსპორტო საშუალებებისა და მტვირთავების მუშაობას გააკონტროლებენ ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის ” უბნების ხელმძღვანელები და კონტროლიორები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის , ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის # 19 დადგენილებით, განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე 0.50 ლარით. სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განსაზღრულია 4 კაცით, ანუ მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა არ აჭარბებს 2 ლარს თვეში.

დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის და იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებელი დადგენილია 1 მ3 ნარჩენზე 25 ლარის ოდენობით თვეში. თითოეული მოსახლე ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს ბანკში სპეციალურად გახსნილ საბიუჯეტო ანგარიშზე. ,,კარდაკარ შემოვლის ” პრინციპის განხორციელება დაიწყო შემდეგი სოფლებიდან: ჭითაწყარი,ცაიში,ახალსოფელი,უჩაშონა,ჯიხაშკარი,ყულიშკარი,ინგირი,შანგონა,ჩხორია,ტყაია, ცვანე,კიროვი. ეს სამუშაოები ჩატარდება ყოველკვირეულად ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით და მოიცავს ორმოცდარვავე ტერიტორიულ ერთეულს გრაფიკის მიხედვით.

სოფლებში ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ბრიგადირებმა კონტროლიორთა ჯგუფის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ახსნა-განმართებითი სამუშაოები ზემოთხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით და თვალსაჩინო აგიტაციის მიზნით სოფლებში გააკრეს სპეციალური განცხადებები.

სხვა ახალი ამბები: