ზუგდიდის ტექნოპარკში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და ჟურნალ ანაკლიის პრეზენტაცია გაიმართა

0

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი თავისი მასშტაბებით არამარტო სამეგრელო-ზემო სვანეთში, არამედ მთელს საქართველოში ყველაზე დიდი პროექტია. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება; ის 9 ფაზას მოიცავს და საბოლოოდ, მისი გამტარუნარიანობა, წელიწადში 100 მილიონ ტონამდე ავა.

პროექტის პირველივე ფაზაში კომპანია 586 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

ინვესტორი იღებს ვალდებულებას, საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოსცეს სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის, ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები. ეს ყველაფერი მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას, რეგიონს, მთელს ჩვენს ქვეყანას.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პორტის წლიანი გენერალური გეგმის მომზადება დაასრულა.

გეგმაზე მუშაობის პარალელურად, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მთავრობას წარუდგინა მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის ფარგლებშიც კონსორციუმმა ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე დაიწყო და განახორციელა წინასამშენებლო საინჟინრო და ჰიდრო-საინჟინრო სამუშაოები; დაასრულა პორტის პროექტის „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების“ დოკუმენტის მომზადებისთვის საჭირო კვლევების ნაწილი; ანაკლიის ეკონომიკური და სოციალური გარემოს შესწავლა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებას 2017 წლის მეორე ნახევრიდან გეგმავს. ანაკლიის ნავსადგურის გახსნა და პირველი ფაზის ამუშავება 2020 წელს იგეგმება.

სხვა ახალი ამბები: