ზუგდიდის უმეტეს ნაწილს 6-დან 9 ივლისამდე გაზმომარაგება შეუწყდება

0

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივლისიდან 9 ივლისის დღის ბოლომდე, გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქ ზუგდიდის აბონიმენტებს. ბუნებრივი აირი ჩვეულ რეჟიმში ექნება დაბალი ზონის სოფლების (კახათი, ახალკახათი, დარჩელი, კოკი, ორსანტია, განმუხური, ანაკლია). გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა 7 ივლისს 10 საათიდან დაიწყება და 9 ივლისს დღის ბოლომდე დასრულდება.