ზუგდიდისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

0

ზუგდიდის და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებულ ერთობლივი პროექტების მომზადებას და განხორციელებას, ასევე ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობას.

მემორანდუმის გაფორმდებამდე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო გეგმებზე და თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრას, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების უფროსი ნუგზარ გაბელია, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.