ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ღვთისმშობლის კვართის სესაძლო გადაბრძანებაზე ისაუბრეს (ფოტო)

0

“ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი ზუგდიდს უნდა დარჩეს”-ეს იყო მთავარი მესიჯი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდა. ეპარქიაში სიწმინდეების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე მეუფე ვახტანგი მივიდა, რომელიმაც მეუფე გერასიმესთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდიდან შესაძლო გადაბრძანების საკითხს შეეხო, რომელსაც მეუფეებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი დაესწრო. მრევლმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ წმინდა სამოსელი ზუგდიდიდან არც ერთი დღით არ გადააბრძანონ.

„მე არ გადაწყვეტილების მისაღებად არ ჩამოვსულვარ, ჩამოვედი, რომ მოვისმინო ეპარქიისა და ხალხის აზრი. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. რეზიუმეს მოვახსენებ უწმინდესსა და წმინდა სინოდს და შესაბამისად, გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს მეუფე ვახტანგმა.

საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ და როგორც მეუფე ვახტანგმა მედიასთან კომენტირებისას აღნიშნა, საკითხს წმინდა სინოდი გადაწყვეტს. SMO NEWS-ის ინფორმაციით, წმინდა სინოდი დეკემბრის შუა რიცხვებში შეიკრიბება.

ცნობისათვის, ამჟამად ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლის საცავშია დასვენებული.

სხვა ახალი ამბები: